![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/Kimigayo.score.ka.svg/langka-640px-Kimigayo.score.ka.svg.png&w=640&q=50)
კიმი გა იო
From Wikipedia, the free encyclopedia
კიმი გა იო (იაპონ. 君が代?) — იაპონიის ეროვნული ჰიმნი და უმოკლესი ჰიმნი მსოფლიოში, რომელიც შედგება 32 სიმბოლოსგან.[1][2][3] მისი ტექსტი ეფუძნება ჰეიანის პერიოდის ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთ ლექსს. დღევანდელი მელოდია აირჩიეს 1880 წელს, რითაც შეცვალეს თერთმეტი წლის წინ დაწერილი არაპოპულარული მელოდია.
სწრაფი ფაქტები კიმი გა იო, ქვეყანა ...
კიმი გა იო | |
---|---|
ქართ. დაე გაგრძელდეს მეფობა შენი![]() იაპონიის ჰიმნი ორიგინალური ტექსტითა და ქართული ტრანსლიტერაციით | |
ქვეყანა |
![]() |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
ქართ. იაპონიის ეროვნული ჰიმნი |
ტექსტის ავტორი | ვაკას პოეტური სტილის ერთ-ერთი ლექსი, ჰეიანის პერიოდი, 794-1185 წლები |
მუსიკის ავტორი | იოშიისა ოკუ, აკიმორი ჰაიაში და ფრანც ეკერტი, 1880 წელი |
შემოღებულ იქნა | 1999 |
დახურვა
კიმი გა იო იყო იაპონიის ოფიციალური ჰიმნი იმპერიის პერიოდის დროს. მან დაკარგა თავისი სტატუსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, თუმცა გამოიყენებოდა როგორც არაოფიციალური ჰიმნი. 1999 წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო დროშისა და ეროვნული ჰიმნის შესახებ, რომელმაც დააკონონა იაპონიის დროშა და ჰიმნი.[1]