კიია
From Wikipedia, the free encyclopedia
კიია (ძვ. ეგვ. Kijˁ) — ფარაონ ეხნატონის მეორე ცოლი. სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ეხნატონის პირველი ცოლის ნეფერტიტის ჩრდილ ქვეშ.
კიია იეროგლიფებში | ||||||||||
სავარაუდოდ, ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც პირობითად ერქვა კიია-ტაშერიტი, ანუ კიია უმცროსი, რადგან გოგონას სახელი არ არის შემონახული. ეხნატონის მმართველობის მესამე ნაწილის წარწერები იყო ძლიერ გაფუჭებული, თუმცა იყო შემორჩენილი სახელის დაბოლოვება „-ატონ“ და არის მოსაზრება , რომ გოგონას სრული სახელია - ბაკეტატონი. პრინცესა ბაკეტატონი არის მოხსენიებული ასევე, როგორც ეხნატონის და. შესაძლოა, სახელი იყო მითითებული ეხნატონის აკლდამაზე, სადაც არის გამოსახული სამეფო პირების ორი სიკვდილის სცენა. ერთ-ერთ რელიეფზე ძიძას უჭირავს ჩვილი. წარწერა განადგურებულია, ამიტომ აქამდე ეს იწვევს დავას, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად აკლდამის კედელზე გამოსახულია კიიას სიკვდილი და მისი ბავშვის დაბადება.