From Wikipedia, the free encyclopedia
კიბელე (ძვ. ბერძნ. Κυβέλη, ლათ. Cybele) — წარმოშობით ძველი ფრიგიული ღვთაება, დიდი დედა, მიწიერ არსთა მშობელი, ბუნების ამყვავებელი, განმანაყოფიერებლი და ამაღორძინებელი. მისი კულტი დიდად იყო გავრცელებული მცირე აზიაში და ადრევე შეერწყა ბერძნული ღმერთქალის, რეას კულტს.
იდუმალებით მოცული ძველი ფრიგიული ქალღმერთი მთის მწვერვალებზე ცხოვრობდა და დააქროლებდა ძვირფას ეტლს, რომელშიაც შებმული ჰყავდა ლომები და ჯიქები. მას შეუყვარდა ჭაბუკი ატისი, ატისმა კი მოკვდავი ქალი ამჯობინა. განრისხებული კიბელე ქორწილში გამოჩნდა და ყველა გააგიჟა. გადარეული ატისი მთაში გაიქცა და თავი მოიკლა. მისი მოსაგონებელი დღესასწაულები კი ისევ კიბელემ დააწესა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.