კვირიკე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
კვირიკე — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ზედა კვირიკე, ქვედა კვირიკე). მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 90 მ სიმაღლეზე. ქალაქ ქობულეთიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 კაცი[1]. სოფლის ცენტრში მდებარეობს XIX საუკუნეში აშენებული ხის მეჩეთი, რომელიც კვირიკეს ჯამეს სახელითაა ცნობილი. სოფელში ლანჩას აბანოზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 6000 ლ/დ.[2]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიკე. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
კვირიკე | |
| |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | კვირიკე |
კოორდინატები | 41°45′57″ ჩ. გ. 41°50′15″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1921[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა