![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/9/97/Dasypeltis_atra.jpg/640px-Dasypeltis_atra.jpg&w=640&q=50)
კვერცხიჭამია გველისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კვერცხიჭამია გველისებრნი (ლათ. Dasypeltis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გვარი შეიცავს 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. გავრცელებული არიან აფრიკასა და ინდოეთში. იკვებებიან ფრინველის კვერცხით. კბილები სუსტად აქვთ განვითარებული (მსხვერპლის დაჭერა არ უხდებათ). ხერხემლის წინა მალების გადიდებული მორჩები შეჭრილია საყლაპავის ღრუში და გადაყლაპული კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს. კვერცხის შიგთავსი კუჭში ჩაიქცევა, ნაჭუჭი კი პირით გარეთ გამოიდევნება. კვერცხიჭამია გველისებრთაგან ყველაზე ცნობილია აფრიკაში გავრცელებული Dasypeltis scabra.
სწრაფი ფაქტები კვერცხიჭამია გველისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კვერცხიჭამია გველისებრნი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მონტანას კვერცხიჭამია გველი Dasypeltis atra | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Dasypeltis | |||||||||||||||||
|
დახურვა