![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Pluvialis_squatarola_%2528summer_plumage%2529.jpg/640px-Pluvialis_squatarola_%2528summer_plumage%2529.jpg&w=640&q=50)
კვათარი
ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
კვათარი,[1] ტულესი[2] (ლათ. Pluvialis squatarola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 28 სმ, მასა 170–225 გრამი. სხვა მონათესავე სახეობებისგან განსხვავებით კვათარს პატარა უკანა თითი აქვს. ზაფხულში ზურგი ჭრელია, სხეულის ქვედა ნაწილი და იღლიის ბუმბულები შავი; ზამთარში შეფერილობა მოთეთროა. გავრცელებულია ტუნდრის ზონაში. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დედალი დებს 4 (იშვიათად 3) კვერცხს. ინკუბაცია 23 დღე გრძელდება; ორივე მშობელი კრუხობს და ბარტყებზეც ორივე ზრუნავს. იკვებება მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებითა და თესლებით.
სწრაფი ფაქტები კვათარი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კვათარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ზრდასრული გამრავლების პერიოდში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pluvialis squatarola (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22693749 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() გამრავლება მიგრაციის მარშრუტი გამოზამთრება | |||||||||||||||
|
დახურვა