კვაზითანამგზავრი – რომელიმე პლანეტასთან ერთად მოძრავი კონკრეტული ტიპის კო-ორბიტალური კონფიგურაციის (1:1 ორბიტული რეზონანსით) მქონე ობიექტი, თუ ეს ობიექტი (კვაზითანაგზავრი) მოცემულ პლანეტასთან რჩება მრავალი ორბიტული პერიოდის განმავლობაში.

Thumb
კვაზითანამგზავრის ორბიტის დიაგრამა

მაგალითები

ვენერა

ვენერას ჰყავს კვაზითანაგზავრი - 2002 VE68. როგორც ჩანს, ეს ასტეროიდი ვენერას თანამგზავრია ბოლო 7000 წლის განმავლობაში, მაგრამ დაახლოებით 500 წლის შემდეგ გატყორცნილი იქნება დღვანდელი ორბიტიდან[1].

დედამიწა

Thumb
3753 კრუიტნისა და დედამიწის ორბიტები

2016 წლისათვის ცნობილია დედამიწის რამდენიმე კვაზითანამგზავრი[2]: (164207) 2004 GU9, (277810) 2006 FV35, 2013 LX28[3], 2014 OL339[4] და (469219) 2016 HO3[5][6]. სავარაუდოდ ამ უკანასკნელის ორბიტა ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში სტაბილური უნდა იყოს, მაშინ როცა 2003 YN107 -მა უკვე მიატოვა თავისი ორბიტა. დედამიწის სტაბილური კვაზითანამგზავრები დაახლოებით 38-დან და 100-მდე მთვარის დისტანციებზე რჩებიან.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.