From Wikipedia, the free encyclopedia
კერკირა (ბერძ. Κέρκυρα) — ქალაქი და ყოფილი მუნიციპალიტეტი საბერძნეთის კუნძულ კერკირაზე. 2011 წლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, შედის კერკირის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.[1] წარმოადგენს საბერძნეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის - იონიის კუნძულების პერიფერიის დედაქალაქს. 2001 წელს, მისი მოსახლეობა 39 487 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი საბერძნეთის მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს VIII საუკუნიდან მოყოლებული. ძველად ის ცნობილი იყო როგორც კასტროპოლისი (ციხესიმაგრის ქალაქი), მისი ორი ციხესიმაგრის გამო.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კერკირა Κέρκυρα | |||
| |||
ქვეყანა | საბერძნეთი | ||
კოორდინატები | 39°37′00″ ჩ. გ. 19°55′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 41.905 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0 - 10 მ | ||
მოსახლეობა | 39 487 კაცი (2001) | ||
სიმჭიდროვე | 942 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 2661 | ||
საფოსტო ინდექსი | 49100 | ||
საავტომობილო კოდი | KY | ||
ოფიციალური საიტი | corfu.gr/web/guest/home | ||
ქალაქის კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია. ზაფხული თბილი და ზოლიერად ტენიანია ტემპერატურა 33 °C (91 °F). ზამთარი რბილია, ტემპერატურა 10 °C (50 °F) ფარგლებშია.
კერკირის ძველი ნაწილი 2007 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[3][4][5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.