![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Mount_Ararat_-_24_April_2014.jpg/640px-Mount_Ararat_-_24_April_2014.jpg&w=640&q=50)
კენტრონის რაიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
კენტრონის რაიონი (სომხ. Կենտրոն) — სომხეთის დედაქალაქის ერევნის თორმეტიდან ერთ-ერთი რაიონი. იგი მოიცავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს სადაც განლაგებულია სავაჭრო ცენტრები. 2011 წლის მონაცემებით კენტრონის რაიონში ცხოვრობს 131 000 ადამიანი.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კოორდინატები ...
კენტრონის რაიონი Կենտրոն | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
კოორდინატები | 40°10′41″ ჩ. გ. 44°30′47″ ა. გ. |
დაარსდა | 1921 |
ფართობი | 14,2 კმ² |
მოსახლეობა | 131 000 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+4]] |
ოფიციალური საიტი | https://www.yerevan.am/ru/districts/kentron/ |
![]() | |
დახურვა
დასავლეთიდან ესაზღვრება აჯაპნიაკისა და მალათია-სებასტიის, სამხრეთიდან შენგავითისა და ერებუნის, აღმოსავლეთიდან ნორ-ნორკისა და ჩრდილოეთიდან არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის რაიონები. რაიონის დასავლეთ ნაწილში გაედინება მდინარე რაზდანი.
რაიონი იყოფა 6 კვარტალად: პოკრ-კენტრონი, ნორაგიუღი, ნორ-კილიკია, აიგესტანი, კონდი და ძორაგიუღი. აქ მდებარეობს სომხეთის პარლამენტი, ცენტრალური ბანკი, ეროვნული უშიშროების სამსახური და სხვადასხვა სამინისტროები.