![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/Fachhochschule_K%25C3%25B6ln_-_Campus_S%25C3%25BCdstadt%252C_GWZ-2984.jpg/640px-Fachhochschule_K%25C3%25B6ln_-_Campus_S%25C3%25BCdstadt%252C_GWZ-2984.jpg&w=640&q=50)
კელნის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კელნის უნივერსიტეტი (გერმ. Universität zu Köln) — უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ კელნში, გერმანიაში, რომელიც აერთიანებს კლასიკურ ფაკულტეტებს.
კელნის უნივერსიტეტი | |
---|---|
Universität zu Köln | |
![]() | |
![]() | |
დაფუძნდა | 1388 |
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი[1] , თავისუფალი გამომცემელი[2] , Local Internet registry[3] და comprehensive university |
რექტორი | Axel Freimuth |
სტუდენტი | 52 204[4] |
ქალაქი | კელნი |
პროვინცია |
![]() |
ქვეყანა |
![]() |
კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[5] , German Rectors' Conference[6] , Deutscher Dialogmarketing Verband[7] , German University Sports Federation[8] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[9] , Informationsdienst Wissenschaft[10] , Franco-German University[11] , RIPE Network Coordination Centre[3] , arXiv[12] , German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[13] , Geoverbund ABC/J[14] და ORCID[15] |
https://uni-koeln.de |
კელნის უნივერსიტეტი ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტის დაარსებიდან ორ წელიწადში, 1388 წელს დაარსდა და ევროპის უძველეს უნივერსიტეტებს მიეკუთვნება. 1789 წელს, ე. წ. ფრანგული პერიოდის დროს იგი დაიხურა და მხოლოდ 1919 წელს აღდგა კელნის ახალი უნივერსიტეტის სახელით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სტრასბურგის კაიზერ ვილჰელმის უნივერსიტეტის განადგურების შემდეგ კელნის უნივერსიტეტს მისი ტრადიციაც უნდა გაეგრძელებინა და რაინზე გერმანული პოზიცია გაეძლიერებინა[16]. 2015 წლის ზამთრის სემესტრში 49.000-ზე მეტი სტუდენტით (დოქტორანტების გარდა, მოკლევადიანი სტუდენტების ჩათვლით)[17] იგი გერმანიის სიდიდით მესამე უნივერსიტეტია.