კეიტ ბლანშეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კეტრინ ელის ბლანშეტი (ინგლ. Catherine Elise Blanchett; /ˈblæntʃət/;[1][2] დ. 14 მაისი, 1969, მელბურნი) — ავსტრალიელი მსახიობი და თეატრის რეჟისორი, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო. 2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[3] იგი აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
კეიტ ბლანშეტი | |
---|---|
ბლანშეტი 2018 წელს კანის კინოფესტივალზე | |
მშობლიური სახელი | Catherine Elise Blanchett |
დაბადების სახელი | კეტრინ ელის ბლანშეტი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1969 (1969-05-14) (55 წლის) მელბურნი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
ალმა-მატერი | ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1992-დღემდე |
მეუღლე(ები) | ენდრიუ აპტონი (იქ. 1997) |
შვილ(ებ)ი | 4 |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
სამსახიობო კერიერას შეუდგა მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა ეროვნული დრამატული ხელოვნების ინსტიტუტში. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ელისაბედ I-ის როლის შესრულებისთვის ფილმში „ელისაბედი“ (1988), რისთვისაც გადაეცა BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის,[4] აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარზე.[5] ფილმ „ავიატორში კათრინ ჰეპბერნის განსახიერებისთვის გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 2005 წელს.[5] 2015 წელს მიიღო ოსკარის მეორე ჯილდო ფილმ „სევდიან ჟასმინში“ შესრულებული როლისთვის[5].
ბლანშეტის სხვა განთქმული ფილმებია „.ნიჭიერი მისტერ რიპლი (1999), „ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია (2001–2003), „ჩანაწერები სკანდალის შესახებ“ (2006), „ბაბილონი“ (2006), „ელისაბედი: ოქროს ხანა“ (2007), „მე იქ არ ვარ“ (2007), „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ (2008), „ჰობიტის“ ტრილოგია (2012–2014), „კეროლი“, (2015), „კონკია“ (2015), „თორი: რაგნაროკი“ (2017) და „ოუშენის 8 მეგობარი“ (2018). 2008—2013 წლებში ბლანშეტი, მის მეუღლესთან, ენდრიუ უპტონთან ერთად იკავებდა Sydney Theatre Company-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას.[6][7]
მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში შედგა 2017 წელს. იმავე წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი.[8] 2012 წელს საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.[9] აგრეთე გადაეცა ლიტერატურის დოქტორის საპატიო ტიტული ახალი სამხრეთი უელსის, სიდნეისა და მაკუორის უნივერსიტეტებისაგან 2017 წელს.[10][11] 2015 წელს გახდა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის წევრი.[12][13]