ფონდ ვიკიმედიის (WMF) აღმასრულებელი დირექტორი From Wikipedia, the free encyclopedia
კეთრინ მაერი (ინგლ. Katherine Maher) — ფონდ ვიკიმედიის (WMF) აღმასრულებელი დირექტორი 2016 წლის 23 ივნისიდან[1] 2021 წლის 15 აპრილამდე.[2] 2014 წლის აპრილიდან ფონდში კომუნიკაციების უფროს ოფიცრად მუშაობდა.[3] მანამდე, სამუშაო გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკში, UNICEF-ში და AccessNow.org-ში.
კეთრინ მაერი | |
მაერი 2016 წელს, | |
ფონდ ვიკიმედიის აღმასრულებელი დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 2016 – 15 აპრილი, 2021 | |
წინამორბედი | ლილა ტრეტიაკოვა |
მემკვიდრე | ვაკანტური |
დაბადებული | 18 აპრილი, 1983 უილტონი, კონექტიკუტი, აშშ |
განათლება | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
2002-2003 წლებში მაერი კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის არაბული ენის ინსტიტუტში სწავლობდა, 2003 წლიდან კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯში, სადაც 2005 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[4]
2016 წლის მარტიდან, მაერი ფონდ ვიკიმედიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ივნისში კი თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნა.
მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო განვითარებისა და დემოკრატიზაციის კონსულტანტი იყო ტექნოლოგიების მიმართულებით. მისი საქმიანობა ამ ორგანიზაციაში ფოკუსირებული იყო მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნოლოგიების როლზე სამოქალაქო საზოგადოების ხელშესაწყობად და ინსტიტუციური რეფორმისათვის, ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.[5]
ფონდ ვიკიმედიას მაერი 2014 წლის აპრილში შეუართდა კომუნიკაციების უფროსი ოფიცრის პოზიციაზე;[3][6][7] მისი ძირითადი საქმიანობა საავტორო უფლებების კანონმდებლობას ეხებოდა.[8] ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის მარტში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა[9] — შეცვალა იმჟამინდელი დირექტორი ლაილა ტრეტიკოვი.[10] აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მისი ფოიციალურად დანიშვნის შესახებ 2016 წლის 24 ივნისს, იტალიაში, ვიკიმანია 2016-ზე ფონდის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა განაცხადა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.