From Wikipedia, the free encyclopedia
კაჭკაჭი — ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით, ტილოზე, 1868-1869 წლებში ნორმანდიაში, ეტრეტას კომუნას მახლობლად.
კაჭკაჭი | |
---|---|
La Pie | |
ავტორი | კლოდ მონე |
წელი | 1868-1869 |
კატალოგი | 133 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 89 სმ |
სიგანე | 130 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | ორსეის მუზეუმი |
1869 წელს საფრანგეთში დიდი თოვლი მოვიდა. ეტრეტაში მონემ ზამთრის ახალი ტილოების შექმნა განიზრახა და ბაზილს „კაჭკაჭისათვის“ საღებავების გამოგზავნა სთხოვა. ბევრი მოვერცხლისფრო თეთრი, შავი, ბევრი სპილოსძვლისფერი, ბევრი კობალტისფერი ლურჯი, ბევრი გამჭვირვალე ლაქი და ყვითელი ოხრა, ესაა ფერები, რომლებიც მონემ ამ ნახატის დასახატად გამოიყენა. ნახატში თოვლი ძალიან მსუბუქი და ბრჭყვიალაა.
ვინაიდან მონეს ძალიან მოსწონდა ჰოლანდიური მხატვრობა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აფასებდა ბრეიგელსაც, თუმცა მისგან განსხვავებით მონესთან საერთოდ არ არიან პერსონაჟები, მხატვარი გვიჩვენებს ისეთ სამყაროს სადაც ადამიანი არ ჩანს. ეს კომპოზიცია ძალიან მარტივია და გარკვეულწილად კოროს გავლენა იგრძნობა.
კომპოზიცია გაწონასწორებულია: წინა პლანზე გეომეტრიული ჩრდილებია განლაგებული, მეორე პლანი თოვლით დაფარული ხეების ტოტებია, ჰორიზონტის დასალიერში კი შეიძლება იყოს ზღვა ან მდელო.
1869 წლის სალონის ჟიურიმ „კაჭკაჭი“ დაიწუნა. შეიძლება იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ლურჯი ჩრდილების ეფექტი, რომელიც კაჭკაჭის ბუმბულზეც მეორდება, მხატვრის სურვილით მას ლურჯ ფრინველად აქცევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.