From Wikipedia, the free encyclopedia
კატლაბუჰი (უკრ. Катлабух) — ჭალის ტბა უკრაინაში, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში. მდებარეობს მდინარე დუნაის ქვემოწელში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე. გამოიყენება როგორც წყალსაცავი. მიეკუთვნება დუნაისპირა ტბათა ჯგუფს. ზედაპირის ფართობი 50-69 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4 მ.[1] ტბის სამხრეთი ნაპირები დაბალია, დაჭაობებული, ხოლო ჩრდილოეთი — ამაღლებული, ადგილ-ადგილ ფლატეებიანი. ერთვის მდინარეები: დიდი კოტლაბუჰი, ტაშბუნარი და ენიკა. ზამთარში იყინება. მდიდარია თევზით.[2] ნაპირებზე გაშენებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
კატლაბუჰი | |
---|---|
ტბა კატლაბუჰი | |
კოორდინატები: 45°25′35″ ჩ. გ. 28°59′41″ ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 მ |
სიგრძე | 21 კმ |
სიგანე | 6 კმ |
ფართობი | 50-69 კმ² |
მოცულობა | 0,131 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 4 მ |
გამჭვირვალობა | 0,10-0,60 მ |
ჩამდინარე მდინარეები | დიდი კატლაბუჰი ტაშბუნარი ენიკა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.