კატარის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
კატარის ისტორია იწყება ადამიანის მიერ მისი პირველად დასახლებიდან და გრძელდება თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე. კატარზე ადამიანის პირველი მკვიდრობა 50,000 წლის წინ თარიღდება. ნახევარკუნძულზე აღმოჩენილია ქვის ხანის დასახლებები და იარაღები. მესოპოტამია იყო ცივილიზაცია ნეოლითური პერიოდის განმავლობაში, რაც დასტურდება სანაპირო დასახლებებთან ენეოლითური პერიოდის წარმოშობის თიხის ჭურჭლის აღმოჩენებით.
ნახევარკუნძულზე დასახლებული ხალხი სხვადასხვა იმპერიის ბატონობის ქვეშ აღმომჩნდარა ადრეულ წლებში, მათ შორის სელეუზიდის, პართელების და სასანიდების. ახ.წ. 628, მას შემდეგ, რაც მუჰამედმა აღმოსავლეთ არაბეთის სასანიდ მმართველს იბნ სავას მოციქული გაუგზავნა და სარწმუნოება უქადაგა, მოსახლეობამ ისლამი აღიარა. მე-8 საუკუნისთვის ნახევარკუნძული მარგალიტებით ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა. აბასიანების ეპოქამ კი რამდენიმე დასახლება აღზარდა. მას შემდეგ რაც 1783 წელს ბანი უთბამ და სხვა არაბულმა ტომებმა დაიპყრეს ბაჰრეინი, ალ-ხალიფამ ბაჰრეინსა და ყატარზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი ხელისუფლება დაამყარა.
საუკუნეების მანძილზე კატარი იყო ვაჰჰაბის ნაჯდისა და ალ-ხალიფას შორის სადავო ტერიტორია. ოსმალებმა 1871 წელს გააფართოვეს თავიანთი იმპერია აღმოსავლეთ არაბეთში. 1915 წელს კი პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დატოვეს იგი. 1916 წელს კატარი მოექცა ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ და აბდულა ალ თანიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის გათვალისწინებით მას ტერიტორიაზე უნდა შემოეშვა ბრიტანეთი. სანაცვლოდ მთელ ტერიტორიას ზღვიდან მოსალოდნელი ყველა აგრესიისგან და ხმელეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში კატარს დაიცავდნენ ბრიტანელები. 1935 წელს ხელშეკრულება უფრო გაფართოვდა. 75 წლიანი ნავთობის მოპოვების უფლება მიენიჭა კატარის ნავთობკომპანიას. 1940 წელს კი მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს დუკანში.
1950-იან და 1960-იან წლებში ნავთობის შემოსავლებმა გაზარდა კეთილდღეობა, დააჩქარა იმიგრაცია და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრესი იგრძნო მოსახლეობამ. დაიწყო ქვეყნის თანამედროვე ისტორია. მას შემდეგ, რაც 1968 წელს ბრიტანეთმა სპარსეთის ყურის საექსპოზიციო ურთიერთობების ხელშეკრულების ვადების ამოწურვის მოახლოვება გამოაცხადა, კატარი შეუერთდა სხვა რვა ქვეყანას ბრიტანეთის დაცვის ქვეშ იმ გეგმით, რომ შეექმნა არაბეთის ემირატების ფედერაცია. 1971 წლის შუა ხანებში, ბრიტანეთის ხელშეკრულების ურთიერთობის შეწყვეტის თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, არსებულმა ცხრა წევრმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შეთანხმებას კავშირის თვალსაზრისით. შესაბამისად, 1971 წლის 3 სექტემბერს კატარმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1995 წლის ივნისში დეპუტატი ჰამად ბინ ხალიფა გახდა ახალი ემირი მამამისის, ხალიფა ბინ ჰამადის ხელისუფლების უსისხლოდ გადატრიალების შემდეგ. ემირმა მეტი უფლებები მისცა ლიბერალურ პრესას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემადგენელს. ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა საჯარო რეფერენდუმის გზით 2003 წლის აპრილში და ძალაში შევიდა 2005 წლის ივნისში.