From Wikipedia, the free encyclopedia
კატარინა პორტუგალიელი (პორტ. Catarina de Portugal; დ. 26 ნოემბერი, 1436 — გ. 17 ივნისი, 1463) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და დედოფალ ელეანორ არაგონელის შუათანა ქალიშვილი.
კატარინა პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა | |
დაიბადა | 26 ნოემბერი, 1436 |
გარდაიცვალა | 17 ივნისი, 1463, (26 წლის) |
საგვარეულო | ავისის დინასტია |
მამა | დუარტე I, პორტუგალიის მეფე |
დედა | ელეანორ არაგონელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
კატარინა დაიბადა 1436 წლის 26 ნოემბერს, ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ არაგონელის უმცროსი ქალიშვილი. თავისი დების, ჟუანასა და ელეანორას მსგავსად, კატარინაც ძალიან ამბიციური, მომხიბვლელი და იმედებით აღსავსე იყო. მოგვიანებით ჟუანა კასტილიის დედოფალი გახდა, ელეანორა საღვთო რომის იმპერატრიცა, კატარინას საქმროდ კი ნავარის მეფე კარლ IV მოიაზრებოდა. ის და კარლი დაინიშნნენ კიდევაც, მაგრამ მეფე ქორწინებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისთვის სხვა საქმროს ძებნა აღარ დაუწყიათ. ამის გამო, კატარინამ რელიგიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და წმინდა კლარას სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. აქ მოღვაწეობისას, მან უამრავი წიგნი და ხელნაწერი თარგმნა პორტუგალიურად. კატარინა გარდაიცვალა 1463 წლის 17 ივნისს, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად. იგი დაკრძალულია ლისაბონში, კარნოს კონვენტში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.