კატანა
საბრძოლო იარაღი, ხმალი / From Wikipedia, the free encyclopedia
კატანა (刀, かたな) — იაპონური ხმალი, დამახასიათებელი მოხრილი ცალმხრივი პირით და წრიული ან კვადრატული მცველით. გრძელი ორ ხელიანი ვადით. ის ტაჩიზე გვიან წარმოიშვა და ფეოდალურ იაპონიაში ძირითადად სამურაები იყენებდნენ. მურომაჩის პერიოდიდან ბევრი ძველი დიდი ტაჩი დაამოკლეს და კატანად გადააკეთეს.[1]
რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისაგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიმტკიცეს. კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ჰქონდათ (სიოგუნები, სამურაები), სწორედ ამის გამო უბრალო ხალხს არ შეეძლო თავი დაეცვა შეიარაღებული სამურაისაგან (რაც ხშირი იყო). შემდგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები.