From Wikipedia, the free encyclopedia
კასტანიეტები (ესპ. castañetas) — დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი. შედგება ორი ჩაზნექილი ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება ზონარით. ფირფიტები ტრადიციულად მზადდება მყარი ხისაგან, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად გამოიყენება პლასტიკური მინა. კასტანეტები გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ იტალიაში და ლათინურ ამერიკაში.
ასეთი მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები, შესაფერისი რიტმული ცეკვისა და სიმღერის თანხლებით, გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და ძველ საბერძნეთში.
მსოფლიო კულტურაში კასტანიეტები ასოცირდება ესპანურ მუსიკასთან, განსაკუთრებით ესპანეთის ბოშების, ფლამენკოს სტილსა და ა.შ. კასტანიეტები ხშირად გამოიყენება კლასიკურ მუსიკაში „ესპანური კოლორიტის“ შექმნის მიზნით (მაგალითად, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.