From Wikipedia, the free encyclopedia
კარუსი (ლათ. Marcus Aurelius Carus Augustus;[1][2] დ. დაახლ. 222[3] — გ. ივლისი ან აგვისტო, 283) — რომის იმპერატორი 282–283 წლებში. ტახტზე ავიდა 60 წლის ასაკში. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში კარუსი წარმატებით ებრძოდა გერმანულ ტომებსა და სარმატებს დუნაის გასწვრივ მდებარე საზღვრებზე. სასანიდთა იმპერიის წინააღმდეგ წარმოებული ომისას მან მისი დედაქალაქის, ქტესიფონის აღებაც შეძლო, თუმცა ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. იგი ტახტზე შვილებმა, კარინუსმა და ნუმერიანემ შეცვალეს.
მარკუს ავრელიუს კარუს ავგუსტუსი | |
---|---|
Marcus Aurelius Carus Augustus | |
იმპერატორ კარუსის აურეუსი | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 282 |
მმართ. დასასრული: | 283 |
წინამორბედი: | პრობუსი |
მემკვიდრე: | კარინუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 222 |
დაბ. ადგილი: | ნარბონი, ნარბონის გალია |
გარდ. თარიღი: | 283 წლის ივლისი ან აგვისტო |
გარდ. ადგილი: | მდინარე ტიგრის ნაპირი, მესოპოტამია |
შვილები: | კარინუსი, ნუმერიანე, ავრელია პაულინა |
კარუსი, რომლის სახელიც ტახტზე ასვლამდე შესაძლოა მარკუს ნუმერიუს კარუსი ყოფილიყო,[4] დიდი ალბათობით ნარბონში, გალიაში დაიბადა,[5][6] თუმცა განათლება რომში მიიღო.[7] იგი იყო სენატორი[8] და მრავალი სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობა ეკავა სანამ იმპერატორი პრობუსი 282 წელს მას პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტად დანიშნავდა.[9]
პრობუსის სირმიუმში მკვლელობის შემდეგ, კარუსი ჯარისკაცებმა იმპერატორად გამოაცხადეს.[10] მიუხედავად იმისა, რომ მან მკაცრად იძია შური პრობუსის სიკვდილის გამო, არსებობდა ეჭვები, რომ იგი დანაშაულის თანამონაწილე იყო.[11] როგორც ჩანს, კარუსი ტახტზე ასვლის შემდეგ რომში არ დაბრუნებულა, რათა სენატისათვის განცხადებით მიემართა.[12]
კარუსმა თავის ვაჟებს, კარინუსსა და ნუმერიანეს კეისრის ტიტულები უბოძა,[13][14] კარინუსს იმპერიის დასავლეთი ნაწილი ჩააბარა, ნუმერიანე კი თან წაიყვანა სპარსეთის წინააღმდეგ სალაშქროდ, რომლის მოწყობასაც პრობუსი ფიქრობდა.[15] დუნაიზე ქვადებისა და სარმატების დამარცხების შემდეგ,[16] რისთვისაც გერმანიკუს მაქსიმუსის ტიტული მიიღო,[17] კარუსი თრაკიისა და მცირე აზიის გავლით სპარსეთისაკენ დაიძრა, დაიკავა მესოპოტამია, შეუტია სელევკიასა და ქტესიფონს და თავისი ჯარისკაცები ტიგრის მიმართულებით წაიყვანა.[18]
სასანიდმა მეფემ, ბაჰრამ III-მ, რომელიც შიდა წინააღმდეგობებით იყო შეზღუდული და მისი ძალები დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ლაშქრობაში იყვნენ დაკავებულები, თავისი ტერიტორიების ეფექტურად დაცვა ვერ შეძლო.[19] თავისი გამარჯვებებით კარუსმა შური იძია რომაელთა მიერ სპარსეთის წინააღმდეგ მანამდე მოწყობილი მარცხიანი ლაშქრობებისათვის და პერსიკუს მაქსიმუსის ტიტულიც მიიღო.[20]
ლაშქრობის გაგრძელების კარუსისეულ იმედებს წერტილი მისმა სიკვდილმა დაუსვა, რომელიც მძვინვარე ქარიშხლის შემდეგ გამოაცხადეს.[21] მის სიკვდილის მიაწერდნენ დაავადებას,[22] მეხის დაცემას[23] ან სპარსელებთან ბრძოლისას მიღებულ ჭრილობას.[24] ფაქტი, რომ იგი წარმატებულ ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და მისმა შვილმა, ნუმერიანემაც წინააღმდეგობების გარეშე ჩაანაცვლა მამა ტახტზე, იმას უნდა ადასტურებდეს, რომ კარუსის სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.[25]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.