ნარინჯისფერ-მოყვითალო პიგმენტი From Wikipedia, the free encyclopedia
კაროტინი (ლათ. carota — სტაფილო) — ნარინჯისფერ-მოყვითალო პიგმენტი კაროტინოიდების ჯგუფისა; ტეტრატერპენული ნახშირწყალბადები (). მათ შორის გვხვდება როგორც ალიფატური (ლიკოპინი), ისე ციკლური იზომერები (მ.შ. α-, β-, γ-კაროტინები), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ორმაგი ბმებისა და ციკლური ჯგუფების რაოდენობითა და მდებარეობით. მისი სინთეზი ხდება მცენარეებში, მიკროსკოპულ წყალმცენარეებში, ზოგიერთ სოკოსა და ბაქტერიაში;[1] განსაკუთრებით ბევრია ფოთლებში მცენარის ყვავილობის დაწყებისას, დიდი რაოდენობით შედის სტაფილოს ფესვში, ასკილის, მოცხარის, ცირცელის, ქაცვის და სხვათა ნაყოფებში. კაროტინი ვიტამინის წინამორბედია, რომლის ბიოსინთეზი მხოლოდ ცხოველებში ხდება. კაროტინი A აუმჯობესებს ცხოველთა ნაყოფიერებას, ზრდასა და განვითარებას, იცავს მათ ქსეროფტალმიისაგან; მონაწილეობს მცენარის ფოტოსინთეზის, სუნთქვისა და ზრდის პროცესებში.[2] ცხოველთა ქსოვილებში, ჩვეულებრივ, კაროტინის შემცველობა დაბალია, თუმცა შესაძლებელია დაგროვდეს ზოგიერთი ძუძუმწოვრის ცხიმოვან ქსოვილში, რძეში, საკვერცხეების ყვითელ სხეულებში. ადამიანის მიერ კაროტინით მდიდარი საკვების მომატებულ მოხმარებას და შეთვისების პროცესების დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს კანის ყვითლად შეფერვა. კაროტინის დაჟანგული წარმოებულებია ქსანტოფილები.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.