კარმატები
From Wikipedia, the free encyclopedia
კარმატები (არაბ. قرامطة) — დიდი მილიტარიზებული რელიგიური და პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელმაც შექმნა უტოპიური საზოგადოება ბაჰრეინში 899 წელს. ტრადიციულად, მათ განაცალკევებენ ისმაილიტებისგან მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა ჰამდან კარმატმა არ აღიარა ფატიმიდების სახალიფოს დამაარსებელი უბეიდალა, როგორც იმამი და მაჰდი, ვინაიდან ელოდა ჭეშმარიტი "დამალული" იმამ მუჰამედ იბნ ისმაილის (ჯაფარ ას-სადიკის შვილიშვილი) მოსვლას.[1]