From Wikipedia, the free encyclopedia
კარლუშ ფელიპე შიმენეშ ბელუ (პორტ. Carlos Filipe Ximenes Belo, დ. 3 თებერვალი 1948) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელმაც ჟოზე რამუშ-ორტასტან ერთად 1996 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „მისი ძალისხმევისათვის აღმოსავლეთ ტიმორის კონფლიქტის სამართლიანი და მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“[1].
კარლუშ ბელუ | |
---|---|
მშობლიური სახელი | Carlos Filipe Ximenes Belo |
დაბადების თარიღი |
3 თებერვალი, 1948 ვაილაკამა, აღმოსავლეთი ტიმორი |
მოქალაქეობა | აღმოსავლეთი ტიმორი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია (1996) |
კარლუშ ბელუ დაიბადა აღმოსავლეთ ტიმორის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ვაილაკამაში, სკოლის მასწავლებლის ოჯახში. დაბადებიდან ორ წელიწდში მამამისი დაიღუპა. იგი სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში, ხოლო 1968 წელს დაასრულა მცირე სემინარია, რომელიც დედაქალაქ დილისთან ახლოს მდებარეობდა. 1969-1981 წლებში კარლუშ ბელუ იმყოფებოდა პორტუგალიასა და რომში. იქ მან ისწავლა ფილოსოფია და თეოლოგია. 1980 წელს ხელი დაასხეს მღვდლად.
1981 წელს კარლუშ ბელუ დაბრუნდა აღმოსავლეთ ტიმორში. 1983 წელს გახდა აღმოსავლეთ ტიმორის ეკლესიის მეთაური, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა რომის პაპს. ვატიკანმა ასევე დანიშნა ნუნციად ჯაკარტაში. 1988 წელს გახდა ეპისკოპოსი. 1989 წელს მან წერილობით მიმართა პორტუგალიის პრეზიდენტს, რომის პაპს და გაეროს გენერალურ მდივანს. ბელუ მათ თხოვდა გაეროს ეგიდით რეფერენდუმის გამართვას აღმოსავლეთ ტიმორის სტატუსის შესახებ. კარლუშ ბელუს ძალისხმევა მშვიდობიანი გზით ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რის გამოც 1996 წელს იგი (ჟოზე რამუშ-ორტასთან ერთად) მშვიდობის განმტიცების დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს.
2002 წლის 20 მაისს აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ინდონეზიისაგან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარლუშ ბელუ აღმოსავლეთ ტიმორის ეკლესიის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა, რომის პაპმა მისი გადადგომა 2002 წლის 26 ნოემბერს მიიღო.
გადადგომის შემდეგ იგი პორტუგალიაში გაემგზავრა სამკურნალოდ. 2004 წელს საზოგადოებამ მას არაერთხელ მოუწოდა ქვეყანაში დაბრუნებულიყო და გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ მაისში პორტუგალიის რადიოს ეთერში ბელუმ განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავებას. ივნისში ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა და ვატიკანმა მისიონერის რანგში მოზამბიკში გააგზავნა. 2004 წლიდან იგი მაპუტუში იმყოფება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.