From Wikipedia, the free encyclopedia
კარლი ენი ჰოლინსი (ინგლ. Carli Anne Hollins, ქალიშვილობის გვარი: ლოიდი, დ. 16 ივლისი, 1982) ცნობილი, როგორც კარლი ლოიდი — ამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს სქაი ბლუს საფეხბურთო კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულ ლიგაში, უმაღლეს დივიზიონში. ის ასევე არის ამერიკის ეროვნული ნაკრების წევრი. ლოიდი არის ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი (2008 და 2012), ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ორ გზის გამარჯვებული (2015 და 2019) და ფიფას წლის ორგზის მოთამაშე (2015 და 2016).[3] ლოიდს მონაწილეობა აქვს სამ ოლიმპიადაში (2008, 2012 და 2016). კარლიმ გამარჯვების გოლი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადასა და 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე მიითვალა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაში 2015 და 2019 წლებში. ის ასევე თამაშობდა 2011 წლის ჩემპიონატზე, სადაც ამერიკამ მეორე ადგილი დაიკავა. ლოიდმა 290-ზე მეტი მატჩი ჩაატარა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში და მატჩების რაოდენობით მესამეა ამერიკის ისტორიაში. გოლების რაოდენობით ის მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო საგოლე გადაცემებით მე-7 ადგილზეა.
ლოიდი 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლი ენი ჰოლინსი[1] | ||
დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1982 | ||
დაბადების ადგილი | დელრეინი, ნიუ-ჯერსი, აშშ | ||
სიმაღლე | 1.70 მეტრი[2] | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სქაი ბლუ | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001 - 2004 | რატჯერს სკარლეტ ნაითსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999 | სენთრალ ჯერზი სპლაში | (11) | |
2000 | ნიუ ბრანსვიქ ფაუა | (10) | |
2001 | საუზ ჯერზი ბანშიზი | (10) | |
2004 | ნიუ ჯერზი ვაილდქათსი | 1 | (1) |
2009 | ჩიკაგო რედ სტარსი | 16 | (2) |
2010 | სქაი ბლუ | 5 | (0) |
2011 | ატლანტა ბითი | 10 | (2) |
2013-2014 | უესტერნ ნიუ იორკ ფლეში | 34 | (16) |
2015-2017 | ჰიუსტონ დაში | 27 | (11) |
2017 | მანჩესტერ სიტი | 6 | (2) |
2018- | სქაი ბლუ | 32 | (12) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2002-2005 | აშშ U20 | ||
2005- | აშშ | 299 | (124) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2021 |
კარლი ლოიდი სტეფან და პამელა ლოიდების ჯოახში დაიბადა 1986 წლის 16 ივლისს, დელრაინის დასახლებაში,[4] სამხრეთ ჯერსიში, ფილადელფიიდან 20 წუთის სავალზე. ლოიდმა ფეხბუთის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო.[5] ლოიდის დედამ, პამელამ ახალგაზრდობაში კარლის ფეხბურთზე დამოკიდებულების შესახებ განაცხადა: „ამ პერიოდში კარლი სულ ბიჭებთან ერთად იყო. მას ყოველთვის უყვარდა ეს და ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა დიდი შესაძლებლობებით, ასევე არადროს ეზარებოდა შრომა“.[6] ლოიდს ჰყავს ძმა, სტივენი და და, ეშლი.[7] ლოიდი დაესწრო 1999 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის გახსნით მატჩს ამერიკაში, რამაც მას ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ჩაუნერგა.[8]
ლოიდი დელრანის საშუალო სკოლაში სწავლობდა 1997 წლიდან 2000 წლამდე, სადაც თამაშობდა ფეხბუთსაც რუდი „წითელი ბარონის“ კლობახის მეთაურობით.[9] როგორც საშუალო სკოლის სპორტსმენი, იგი გამოირჩეოდა ბურთის განსაკუთრებული კონტროლით და ნახევარმცველის პოზიციიდან ბურთის განაწილების უნარით.[6] სკოლის გუნდში ყოფნის დროს ლოიდმა 26 გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი მიითვალა.[9] გაზეთ The Philadelphia Inquirer-მა ლოიდი საშუალო სკოლის გოგონათა შორის საუკეთესოდ ორჯერ, 1999 და 2000 წელს დაასახელა.[10] იგი ორჯერ დაასახელა ყველა შტატის საუკეთესო გუნდში და 1999 და 2000 წლებში სპეციალური პრიზებიც მოიპოვა.[9]
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ლოიდს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კარიერის დასაწყისში არათანმიმდევრული იყო და ბურთს ხშირად კარგავდა, მოგვიანებით ლოიდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა და ამას მის მონდომებას, გონებრივ სიძლიერიესა და მუშაობას აბრალიდნენ.[11] ის ასევე ცნობილია თავისი კონტროლით, ტექნიკითა და პასის სიზუსტით[6][12] და შეუძლია დაეხმაროს თავის გუნდს როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაში..[11][12][13] ეს შესაძლებლობები, მის ტაქტიკულ მრავალფეროვნებასთან ერთად, საშუალებას აძლევს მას განლაგდეს ნახევარდამცველის სხვადასხვა პოზიციაზე; მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ლოიდი ცენტრში თამაშობდა, მისივე განცხადებით ყველაზე კომფორტულად თავს წინ თამაშისას გრძნობს.[11][14] ლოიდმა ასევე მოიპოვა „კლატჩის მოთამაშის“ ტიტული, გადამწყვეტ მომენტებში გოლების გატანის გამო.[11] მას ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია კარში დაარტყას და ბურთს კარგად იღებს როგორც ფეხის არეში, ასევე თავითაც.[12][13]
ლოიდი თავის მეუღლესთან, გოლფისტ ბრაიან ჰოლინზთან ერთად, მაუნტ ლორენში, ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს.[15] წყვილი 2016 წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა პუერტო მორელოში, მექსიკაში.[16] ის ასევე ეწევა ქველმოქმედებას Habitat for Humanity-ისთვის.[17]
ლოიდი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Nike –სთან.[18] 2011 წელს ლოიდი ფიგურირებდა სპორტული კომპანიის დევიზში „წნევა გვაიძულებს: კარლი ლოიდი“.[19] 2015 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის შემდეგ, ლოიდმა ითამაშა Xfinity-ის სარეკლამო რგოლში[20] და ხელი მოაწერა კონტრაქტს Visa-სთან.[21] 2015 წლის აგვისტოში მან ითამაშა Nike-ს სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით თოვლის დღე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ რობ გრონკოვსკი და ლოიდის თანაგუნდელი სიდნი ლეროქსი.[22] 2016 წლის აპრილში იგი დასახელდა Lifeway-ის ბრენდის ელჩად[23] და მან ასევე მიიღო მონაწილეობა Heineken-ის სარეკლამო რგოლში.[24]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.