From Wikipedia, the free encyclopedia
კარიესი - დასახლებული პუნქტი საბერძნეთში, ათონის მთის დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მონაზვნური მმართველობა და სასამართლო.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მდებარეობს ნახევარკუნძულის ცენტრში ზღვის დონიდან 370მეტრ სიმაღლეზე. მის მოსახლეობას შეადგენენ ბერები და სხვა მამრობითი სქესის პირები.
ათონის მთის დედაქალაში განთავსებულია ნახევარკუნძულის პარლამენტი - პროტატი. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.
ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ხილანდარიდან და დიონისიატიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.