კარეტა (მთა)
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
კარეტა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარე ლუხუნის მარჯვენა შენაკადის — ხეორისწყლის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3354 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარეტა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კარეტა ...
კარეტა | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′18″ ჩ. გ. 43°11′41″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3354 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
დახურვა