From Wikipedia, the free encyclopedia
კაპიტალიზმი — ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავებული მუშახელი. კაპიტალიზმის მთავარი მახასათებლებია: კერძო საკუთრება, კაპიტალის აკუმულაცია, დაქირავებული მუშახელი, საბაზრო კონკურეციის პრინციპი.
კაპიტალისტური ეკონომიკის პირობებში მხარეები ადგენენ ფასს, რომლის მიხედვითაც ხდება აქტივების, საქონლის, მომსახურების გადაცვლა.
პრაქტიკაში გვხვდება კაპიტალიზმის შემდეგი ფორმები:
კაპიტალისტური წყობის პირობებში საზოგადოება იყოფა სოციალურ კლასებად. საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც აქვთ საწარმოო საშუალებები კერძო საკუთრებაში ეწოდება ბურჟუაზია. ისინი მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგნენ. კაპიტალისტურ საზოგადეობაში მეორე კლასს წარმოადგენს პროლეტარიატი, იგივე დაქირავებული მშრომელი, რომელსაც არ გააჩნია საკუთრებაში წარმოების საშუალებები და ამის გამო ბაზარზე თავის სამუშაო ძალისა და დროის გაყიდვა უხდება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ პროლეტარიატის რაოდენობა დიდი მასშტაბებით იზრდებოდა და დღეს მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს. კაპიტალისტი შეიძლება თითქმის არანაირ სამუშაოს არ ასრულებდეს, თუმცა მოგების დიდი ნაწილი სწორედ მის ხელში რჩება, რა დროსაც პროლეტარიატია წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალა და სწორედ ის ქმნის დოვლათს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.