![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Location_of_the_province_Candarave_in_Tacna.svg/langka-640px-Location_of_the_province_Candarave_in_Tacna.svg.png&w=640&q=50)
კანდარავეს პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კანდარავე — პროვინცია პერუში, ტაკნის რეგიონში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მოკეგას, ხოლო აღმოსავლეთიდან პუნოს რეგიონები. კანდარავეს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კანდარავე. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 8 543 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 3.8 ადამიანს. პროვინციის ფართობია 2 261,10 კმ². კანდარავე იყოფა 6 რაიონად. პროვინციის სტატუსი მიენიჭა 1921 წელს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Location_of_the_province_Candarave_in_Tacna.svg/320px-Location_of_the_province_Candarave_in_Tacna.svg.png)