კანბერა
From Wikipedia, the free encyclopedia
კანბერა (ინგლ. Canberra) — ავსტრალიის დედაქალაქი 1927 წლიდან. გარშემორტყმულია ახალი სამხრეთ უელსის შტატის ტერიტორიით. კანბერა ქვეყნის შიგნით მდებარე ყველაზე დიდი ქალაქია, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მე-8. ქალაქი ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც, ასევე, მოიცავს მცირე სასოფლო სამეურნეო ზონასა და ნამაჯის ეროვნულ პარკს. კანბერიდან 280 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სიდნეი, ხოლო 650 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით - მელბურნი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ კანბერის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 355 596 ადამიანს,[3] ხოლო იმავე წლის აღწერის მონაცემებით კანბერის მოსახლეობა თანამგზავრ ქალაქ კუნიბეისთან ერთად, როგორც საქალაქო აგლომერაცია მოიცავს 391 645 მოსახლეს.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კანბერა ინგლ. Canberra | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ფედერალური ტერიტორიაფედერალური ტერიტორია (ავსტრალია)| ფედერალური ტერიტორია | ||||
კოორდინატები | 35°18′27″ ს. გ. 149°07′27″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 12 მარტი, 1913 | ||||
ფართობი | 814,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 578 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 420 960 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 517,0 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 | ||||
სატელეფონო კოდი | 0251[1] [2] , 0252[1] [2] , 0261[1] [2] და 0262[1] [2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 2600–2617 | ||||
ოფიციალური საიტი | act.gov.au | ||||
1908 წელს თანამედროვე კანბერის ტერიტორია შეირჩა ავსტრალიის კავშირის მომავალი დედაქალაქისათვის, რაც გახდა კომპრომისი ამ სტატუსისათვის ერთმანეთთან მეტოქე ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქებს - სიდნეისა და მელბურნს შორის. საუკეთესო დიზაინისთვის ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის შემდეგ მომავალი მშენებლობის საფუძვლად, რომელიც დაიწყო 1913 წელს, აღებული იქნა ჩიკაგოელი არქიტექტორების უოლტერ გრიფინისა და მერიონ გრიფინის გეგმა. კანბერის დიზაინის საფუძვლად იქცა ქალაქი-ბაღნარის კონცეფცია, რომელიც საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო ბუნებრივი მცენარეულობის ფართე ზონები, რის გამოც ავსტრალიელებმა დედაქალაქს შეარქვეს „bush capital“ (ინგლისური ენიდან თარგმანში „ტყის დედაქალაქი“). მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზრდასა და განვითარებას ხელს უშლიდა პირველი მსოფლიო ომი და დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კანბერა გახდა აყვავებული ქალაქი.
კანბერა არის ადგილი, სადაც განლაგებულია გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია, ავსტრალიის პარლამენტი, ავსტრალიის უმაღლესი სასამართლო და მრავალი სამინისტრო და სააგენტო. ქალაქში ასევე მდებარეობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებები, ისეთები როგორებიცაა: ავსტრალიის ეროვნული გალერეა და ავსტრალიის ეროვნული მუზეუმი.