კანადური ხრიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
„კანადური ხრიკი“ — 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში კანადის მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ 6 ამერიკელი დიპლომატის გადასარჩენად ჩატარებული, ერთობლივი სამხედრო-სამაშველო ოპერაციის პოპულარული სახელწოდება.[1] ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკელების მიერ მხარდაჭერილმა ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ ქვეყნის დატოვა და თავი აშშ-ს შეაფარა. 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში ახალგაზრდა ირანელ სტუდენტთა ჯგუფმა, რომლებიც თავს „იმამის მიმდევარ მუსლიმ სტუდენტებს“ უწოდებდნენ, შტურმით აიღო აშშ-ის საელჩოს შენობა, დაატყვევა ათეულობით დიპლომატი და მათი განთავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ს შაჰის დაბრუნება მოთხოვა.