კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი (ინგლ. Canada Science and Technology Museum, ფრანგ. Musée des sciences et de la technologie du Canada) — მუზეუმი ოტავაში, ონტარიო, კანადა. მუზეუმის მიზანია საზოგადოებაში კანადის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კანადელი საზოგადოების მეტად დაახლოვება და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება.[2] კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგების მუზეუმი შედის ინგენიუმის (კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმების) შემადგენლობაში, რომელიც ასევე მართავს კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმსა და კანადის ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმს.[3]
სწრაფი ფაქტები კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი, დაარსდა ...
კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი | |
---|---|
45°24′12″ ჩ. გ. 075°37′13″ დ. გ. | |
დაარსდა | 1967 |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | ოტავა |
სტატუსი | მეცნიერების მუზეუმი |
ექსპონატი | 252 784[1] |
ვიზიტორები | 347 917[1] |
დირექტორი | კრისტინა ტესიე |
ოფიციალური საიტი | ingeniumcanada.org/scitech |
დახურვა