From Wikipedia, the free encyclopedia
კამილა რებეკა მორენო პოლაკი[2] (დ. 16 ივნისი, 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა)[3] — ამერიკელები მოდელი და მსახიობი.
კამილა მორენო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 ივნისი, 1997 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა |
მოქალაქეობა | არგეტინა, ამერიკა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2012-დღემდე |
სამოდელო ინფორმაცია | |
სიმაღლე | 1.75 [1] |
თმის ფერი | მუქი ქერა [1] |
თვალის ფერი | ყავისფერი [1] |
კამილა მორენო დაიბადა 1997 წლის 16 ივნისს. ის არის არგენტინელ-ამერიკელი მოდელი და მსახიობი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჯეიმზ ფრანკოს გამოუქვეყნებელ ფილმში „ბუკოვსკი“. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში „Death Wish“ („სიკვდილის წყურვილი“) და „Never Goin Back“ („არასდროს დაბრუნდე“). ორივე ფილმის პრემიერა კი სანდენსის კინოფესტივალზე 2018 წლის იანვარში შედგა.
კამილა მორენო დაიბადა მსახიობების მაქსიმო მორონესა და ლუცილა პოლაკის ოჯახში. ისინი მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გადავიდნენ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და განქორწინდნენ 2006 წელს [4]. ამის შემდეგ დედამისს ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მსახიობ ალ პაჩინოსთან 2007 წლიდან. თუმცა ისინი არასოდეს დაქორწინებულან და ურთიერთობა გაწყვიტეს 2015 წელს, მორონე ალ პაჩინოს თავის მამინაცვალს უწოდებს [5]. კამილას დედა ყოფილი მოდელია. კამილა მორენომ დაამთავრა ბევერლი ჰილსის საშუალო სკოლა 2015 წელს, მას შემდგომ კამილა დედასთან ცხოვრობდა.[4]. კამილამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა ინსტაგრამის ანგარიშის მეშვეობით, სადაც მას 1,5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მან თავის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტოები მოდელებთან, როგორიცაა ჰეილი კლაუსონი და დევონ ვინდსორი.კამილა მორენოს მამა წარმოშობით ნახევრად იტალიელია, ასევე რუმინელი და ესპანელი. დედამისი კი ნახევრად აშკენაზი ებრაელი (მამის მხრიდან) და ნახევრად სლოვენიელი (დედის მხრიდან) წარმოშობით. კამილას ბაბუის წინაპრები ასევე იყვნენ უკრაინიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან.
მისი სამოდელო კარიერა დაიწყო 2016 წელს, როდესაც გამოჩნდა თურქული გამოცემის „Vogue“-ის გარეკანზე.
მორონეს დებიუტი კინოში შედგა ჯეიმზ ფრანკოს 2013 წლის ფილმში „ბუკოვსკი“. იგი დაუბრუნდა აღნიშნულ პროფესიას 2018 წლის მოქმედ ფილმში „Death Wish“, სადაც მან ითამაშა ბრიუს უილისთან ერთად [6]. 2018 წელს მორონომ ითამაშა ავგუსტინ ფრიზელის სარეჟისორო სადებიუტო ფილმში „Never Goin 'Back“ [7][8]. აღნიშნული ფილმის პრემიერა შედგა 2018 წლის სანდენსის კინოფესტივალზე, მოგვიანებით კი გამოვიდა „A24“–ის მიერ [9]. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ სამსახიობო კარიერაზე უფრო გაამახვილებდა ყურადღებას ვიდრე სამოდელო საქმიანობაზე [10].
2019 წლის 18 ოქტომბერს, მორონემ მიიღო „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო სან დიეგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე [11].
2017 წლის ბოლოდან კამილა მორენო ხვდება მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც მასზე 23 წლით უფროსია [12]. ისინი პირველად 2017 წელს დააფიქსირეს და მათი რომანის შესახებ ცოტა რამ გახდა ცნობილი.
იგი ახლო მეგობარია ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი და ორიანა საბატინი [13].
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2013 | ფ | ბუკოვსკი | ||
2018 | ფ | სიკვდილის წყურვილი | ||
2018 | ფ | არასდროს დაბრუნდე | ||
2019 | ფ | მიკი და დათვი | ||
2020 | ფ | გოგონა ხეობიდან | [14] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.