კამიგინი
From Wikipedia, the free encyclopedia
კამიგინი (ტაგ: Lalawigan ng Camiguin; სებ: Lalawigan sa Camiguin) — კუნძული-პროვინცია ჰილიპინებში. მდებარეობს მინდანაოს ზღვაში, კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ სანაპიროდან 10 კმ-ის მოშორებით. გეოგრაიფულად ეკუთვნის ჩრდილოეთი მინდანაოს რეგიონს (X რეგიონი). წარსულში შედიოდა აღმოსავლეთ მისამისის პროვინციის შემადგენლობაში.
კამიგინი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | მამბახაო | ||||
შიდა დაყოფა | კატარმანი (კამიგინი), გინსილიბანი, მაინოგი, მამბახაო და საგაი (კამიგინი) | ||||
კოორდინატები | 9°10′00″ ჩ. გ. 124°43′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Jurdin Jesus Romualdo | ||||
დაარსდა | 1966 | ||||
ფართობი | 237.95 კმ² | ||||
მოსახლეობა | 92 808 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 88 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9100–9104 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.camiguin.gov.ph | ||||
| |||||
კამიგინი ფილიპინების მასშტაბით მეორე ყველაზე პატარა პროვინციაა როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით, ბატანესის შემდეგ.[2] პროვინციული დედაქალაქი მამბაჯაოა, რომელიც პროვინციის უდიდესი მუნიციპალიტეტია მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით.[3]
პროვინცია ცნობილია ტკბილი ლანგსატით, რასთან დაკავშირებითაც კამაგინში ყოველწლიურად ლანგსატის ფესტივალი იმართება და შიდა სატყეო ნაკრძალებით, რომელთაც ერთობლივად ჰიბოკ-ჰიბოკის მთის დაცულ ლანდშაფტს უწოდებენ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კულტურული მემკვიდრეობის პარკთა სიაშია შეტანილი. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეროვნული კულტურული საგანძური: ძველი ბონბონის ეკლესიის ნანგრევები კატარმანში, სუნკენის სასაფლაო კატარმანში და ესპანური პერიოდის საგუშაგო კოშკი გინსილიბანში. გარდა ამისა, კუნძულოვან პროვინციაში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური მდებარეობს: ძველი მამბაჯაოს შადრევანი, ძველი მამბაჯაოს მუნიციპალური შენობა, სანტო როსარიოს ეკლესიის ფასადი და 14 კულტურული მემკვიდრეობის სახლი. კულტურული ძეგლების სტატუსი ფილიპინების კულტურისა და ხელოვნების ეროვნული კომისიის მიერაა დადგენილი.[4]