კამერუნის მთიანეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
კამერუნის მთიანეთი, ასევე დასავლეთის მაღალმთიანი პლატო, ან დასავლეთის მაღალმთიანეთი, ან კამერუნის მთები — მთიან რელიეფიანი კამერუნის რეგიონი, ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, ძლიერი წვიმებით და სავანური მცენარეულობით. რეგიონი მდებარეობს კამერუნის მთიანი ნასხლეტის ხაზის გასწვრივ და შედგება კრისტალური და ვულკანური ჯიშის მთის ქედებისგან და ვულკანებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ რაიონი ესაზღვრება კამერუნის სამხრეთის პლატოს, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ადამავის პლატოს, ხოლო სამხრეთისკენ კამერუნის სანაპირო დაბლობს.