From Wikipedia, the free encyclopedia
კამბოჯას დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოსთანა ქვს დამყარებული, მათ შორის: აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან და საფრანგეთთან, ისევე, როგორც მის აზიურ მახლობელ და მეზობელ სახელმწიფოებთან: ჩინეთთან, ინდოეთთან, ვიეტნამთან, ლაოსთან, სამხრეთ კორეასთან და ტაილანდთან. კამბოჯა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კამბოჯა გაწევრიანებულია აზიის განვითარების ბანკში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2005 წელს კამბოჯა აღმოსავლეთ აზიის სამიტის პირველ შეხვედრას დაესწრო. კამბოჯა გაწევრიანებულია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა და წყნარი ოკეანის ალიანსშიც.
კამბოჯა ოფშორულ კუნძულებთან და ვიეტნამის საზღვართან დაკავშირებით საერთაშორისო დავებშია ჩაბმული. საზღვაო საზღვარი კამბოჯასა და ვიეტნამს შორის ზუსტად არ არის დადგენილი. კამბოჯასა და ტაილანდს შორის საზღვრის ნაწილი დაუდეგენია. ზუსტად არ არის განსაზღვრული ამ სახელმწიფოებს შორის საზღვაო საზღვარიც.
კამბოჯა ოქროს სამკუთხედის ჰეროინის სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კორუფცია მთავრობის, სამხედრო და საპოლიციო უწყების დონეზეა გავრცელებული. კამბოჯა მცირე მასშტაბით ოპიუმის, ჰეროინისა და ამფეტამინის წარმოების ცენტრიც შეიძლება იყოს. კამბოჯა საერთაშორისო ბაზარზე მარიხუანის დიდი მწარმოებელია.[1]
კამბოჯასა და ეგვიპტეს შორის ფორმალური ურთიერთობები 1953 წელს დაიწყო. კამბოჯის საელჩო კაიროში მდებარეობს, ხოლო ეგვიპტე კამბოჯაში ბანგკოკში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.
კანადასა და კამბოჯას შორის ფორმალური ურთიერთობები 1991 წლსი 25 ნოემბერს დაიწყო. კანადის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, საიდანაც კამბოჯაშია აკრედიტებული, ხოლო ოფისი პნომ-პენშია განლაგებული. კამბოჯა კანადაში გაერთიანებული ერების ნიუ-იორკის მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი. 1980-1992 წლებში კანადამ 18 602 კამბოჯელი ლტოლვილი მიიღო.[2] 2013 წელს კანადასა და კამბოჯას შორის ორმხრივმა ვაჭრობის მოცულობამ 700 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კანადა კამბოჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პარტნიორია.
კუბასა და კამბოჯას შორის ურთიერთობები 1960 წლის 15 აპრილს დამყარდა. კუბის საელჩო პნომ-პენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის ― ჰავანაში.
მექსიკასა და კამბოჯას შორის ურთიერთობები 1976 წლის სექტემბერში დაიწყო. კამბოჯა მექსიკაში ვაშინგტონში მდეაბრე საელჩოთია აკრედიტებული.</ref>[3] მექსიკა კამბოჯაში ჰანოიში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.[4]
ცივი ომის დროს კამბოჯასა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. კამბოჯის საელჩო ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო აშშ-ის ― პნომ-პენში.
Gallup-ის 2011 წლის გამოკითხვის მიხედვით, ობამას ადმინისტრაციის საქმიანობა კამბოჯელთა 68%-მა მოიწონა, ხოლო 8%-ს არ მოეწონა. ობამას კაბინეტის საქმიანობისადმი დადებითი განწყობის მხრივ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოებს შორის.[5] 2012 წელს ბარაკ ობამა ისტორიაში აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც კამბოჯას ეწვია.
კამბოჯასა და იაპონიას შორის ურთიერთობები 1603 წელს დაიწყო. კამბოჯის გემები ნაგასაკის პორტში შედიოდნენ სავაჭროდ.[6] იაპონიის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ტოკიოშია განლაგებული. კამბოჯაში იაპონურ ინვესტიციებს შორისაა პნოპმენის კომერციული ბანკი, Hyundai Switzerland-ისა და იაპონური SBI Group-ის ერთობლივი წამოწყება, რომელიც 2008 წელს გაიხსნა. 2006 წელს იაპონიისა და კამბოჯის მთავრობებს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც იაპონიის მხრიდან 59 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარების პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. იაპონიის მთავრობა კამბოჯას მნიშვნელოვნად ეხმარება განაღმვისა და განათლების საკითხებში.[7][8]
ბრუნეისა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.[9] ბრუნეის საელჩო პნომ-პენში, ხოლო კამბოჯის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[9] სახელმწიფოები ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობენ.
კამბოჯასა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1960 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.[10] მონღოლეთი კამბოჯაში ვიენტიანში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული, ხოლო კამბოჯა მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.
კამბოჯასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები 1964 წლის 28 დეკემბერს დამყარდა.[11] ჩრდილოეთ კორეის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ― ფხენიანში.
კამბოჯის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო პაქსეში. ლაოსის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სტრინგ-ტრენგში.
ავსტრალიასა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1952 წელს დამყარდა. 1955 წელს პნომპენში ავსტრალიის პირველი წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა. კამბოჯის საელჩო კანბერაში მდებარეობს. 2020 წელს ავსტრალიასა და კამბოჯას შორის ვაჭრობის მოცულობა 432 მილიონ ავსტრალიურ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.