From Wikipedia, the free encyclopedia
კამბოჯა ინდოჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ესაზღვრება ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი, ტაილანდის ყურე. ქვეყნის ფართობი 181 035 კმ²-ია. სახელმწიფო მთლიანად მოქცეულია ტროპიკული ინდომალაის ოლქის ფარგლებში[1] და ინდოჩინეთის სასაათო ზონაში.[2][3]
კამბოჯის მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი ცენტრალური ვაკეა, რომელიც მოიცავს ტონლესაპის ტბის აუზს, მდინარე მეკონგის ქვემო წელსა და მდინარე ბასაკის ვაკეს, რომლებიც ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მთაგრეხილებითაა შემოსაზღვრული. ცენტრალური ვაკე სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიეტნამამდეა გადაჭიმული. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ქვეყანის საზღვარი ტაილანდის ყურის 343 კმ-იან სანაპიროს მოიცავს, რომელიც მანგროს მარშებით, ნახევარკუნძულებით, ქვიშიანი პლაჟებითა და ყურეებით ხასიათდება. კამბოჯის ტერიტორიულ წყლებში 50-ზე მეტი კუნძული მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალია ფჰანომ-ორალი, რომელიც ზღვის დონდიან 1 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[4][5]
მდინარე მეკონგი ქვეყანის უგრძესი მდინარე (486 კმ) და მას ორ ნაწილად ჰყოფს. ლაოსში ექსტენსიური დინების, ტურბულენტური სექციებისა და კატარაქტების შემდეგ, მდინარე კამბოჯაში სტინგტრაენგის პროვინციაში მიედინება და მეტწილად მშვიდი და სანაოსნოდ გამოსადეგია მთელი წლის მანძილზე, რამდენადაც ვაკეზე მნიშვნელოვნად ფართოვდება. მეკონგის წყლები ცენტრალური კამბოჯის გარშემო მდებარე ჭარბტენიან ტერიტორიებზე ნაწილდება და დიდ გავლენას ახდენს ტონლესაპის ტბის სეზონურ ბუნებაზე.[6][7]
ქვეყნის მოსახლეობის 2/3 ვაკეზე ცხოვრებს, რომელიც მეკონგის ყოველწლიური წყალდიდობის შედეგად დანალექებითაა მდიდარი და სასოფლო-სამეურნეო მიწებს უფრო ნაყოფიერს ხდის. მართალია ბოლო ათწლეულებში კამბოჯაში ხე-ტყის გადაჭარბებული მოპოვება დიდ გავლენას ახდენს ბუნებაზე, მაგრამ ტყეები, დაბალმთიანეთები და ადგილობრივი ეკორეგიონები კვლავ ინარჩუნებენ ბუნებრივი პოტენციალის დიდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინდოჩინეთის მასშტაბით კვლავ ერთ-ერთ უდიდეს ხელუხლებელ და უწყვეტ მასივს წარმოადგენენ, კამბოჯაში არაერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა წარმოქმნილი, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ მატებასთან, უკონტროლო გლობალიზაციის პროცესთან და უმისამართო ადმინისტრაციულ პროცესებთან.[8][9][10][11][12]
ქვეყნის დიდი ნაწილი ტროპიკული სავანის კლიმატურ ზონაშია მოქცეული. სანაპირო ტერიტორიები სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში დიდი რაოდენობით წვიმები ფიქსირდება წვიმების სეზონებამდეც და სეზონის განმავლობაშიც. ქვეყნის მასშტაბით 2 სეზონი გამოიყოფა, რომლებიც შედარებით თანაბარი ხანგრძლივობით ხასიათდებიან, ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი ძირითადად მაღალი და სტაბილურია მთელი წლის მანძილზე და განსხვავდებიან ნალექების რაოდენობით.[13]
ჯამის ან თეფშის ფორმის[14][15] კამბოჯა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყანის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები მთლიანად ტროპიკებშია მოქცეული. კამბოჯის ფართობი 181 035 კმ²-ია.
კამბოჯის დაახლოებით 75% ალუვიურ ვაკეებს უკავია, რომლებიც ტონლესაპის ტბის, მდინარე მეკონგისა და ბასაკის ვაკეებს მოიცავს. აღნიშნული წყალსატევები ქვეყნის ცენტრალურ ჭარბტენიან ტერიტორიებს კვებავენ. მოსახლეობის დიდი ნაწილე დასასახელებლად ამ ნაყოფიერ და ადვილად ხელმისაწვდომ ცენტრალურ დაბლობს ამჯობინებს, რის გამოც საუკუნეების მანძილზე გარდაქმნებისა და ბრინჯის კულტურის კულტივაციის გამო ლანდშაფტი გამორჩეულ რეგიონულ კულტივირებულ მიწად გარდაიქმნა.[16][17]
ადგილობრივი მცენარეები, როგორიცაა შაქრის ლერწამი, ქოქოსი და ბანანი ბრინჯის ტბორების ირგვლივ ხარობს.[18] მდინარე მეკონგი ქვეყანას ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს, სადაც დაბლობი ვიეტნამისკენაა გადაჭიმული და მეკონგის დელტის რეგიონში საამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება.
ქვეყნის ჩრდილოეთით დანგრეკის მთების ზეგანი მდებარეობს, რომელიც ტაილანდსა და ლაოსს ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით − ანამიტის ქედია გადაჭიმული, სამხრეთ-დასავლეთით − კარდამონის მთები, ხოლო სამხრეთით − დამრეის მთები. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მაღლმთიანეთები აღმოსავლეთით ცენტრალურ ვიეტნამსა და მეკონგის დელტის დაბლობთანაა შერწყმული.[19][20]
ტაილანდის ყურის 443 კმ-იანი სანაპირო ხაზი ღრმადაა დანაწევრებული. კამბოჯის ტერიტორიულ წყლებში 50-ზე მეტი კუნძული მდებარეობს. ტერიტორიული წყლები და მანგროს მარშები ქვეყნის საზღვაო და სანაპირო ეკორეგიონებს წარმოადგნენ.[21]
ქვეყნის ყველაზე დაბლობ ნაწილს ტონლესაპის ტბა და მდინარეთა სისტემები იკავებს. მეკონგისა და ტონლესაპის ტბის ვაკეები ჩრდილოეთიდან დანგრეკისა და ცენტრალური ანამიტის მთებითაა გარშემორტყმული, ხოლო სამხრეთით კარდამონისა და დამრეის მთებით. ვაკეები მთლიანად ერტყმის გარს ტონლესაპის ტბას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და შუა ნაწილში მეკონგის აუზს მიჰყვება. ორი აუზი საბოლოოდ ერთ წყალსატევს წარმოქმნის, რომელიც საერთო ჯამში ჯამბოჯის ხმელეთის 75%-ზე ახდენს გავლენას.[22]
რეგიონი კამბოჯის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სველი მარადმწვანე ტყეების აღმოსავლეთ ნაწილს, კარდამონისა და დამრეის მთებსა და ბანგკოკის აღმოსავლეთით გადაჭიმულ მთებს მოიცავს.[23]
ტყეებით დაფარული ბორცვები დასავლეთ ფეროდბებზე 3 000-დან 5 000 მმ-მდე ნალექს იღებენ ყოველწლიურად (სამხრეთ-დასავლეთ მუსონების გავლენით), ხოლო აღმოსავლეთ ფერდობებზე 1 020-დან 1 520 მმ-მდე ნალექი მოდის.[24]
კარდამონის მთებს კაჰკონგის პროვინციისა და კამპონგსპის პროვინციის ტერიტორია უკავია. იგი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაა გადაჭიმული 1500 მეტრზე მაღლაა გადაჭიმული. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ფჰანომ-ორალი ზღვის დონიდან 1 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კარდამონის მთები, ჩანთაბურის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ჩათვლით, რომელიც კარდამონის მთების ნისლის ტყეების ეკორეგიონს წარმოადგენს, რეგიონის მასშტაბით სახეობებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ხელუხლებელ ბუნებრივ ჰაბიტატს წარმოადგენს. ველური ბუნების მრავალფეროვნებას კლიმატი, მიუწვდომელობა და განცალკევებულობა უწყობს ხელს. კარდამონისა და სპილოს მთებს აქტიურად იკვლევენ.[25][26][27][28]
კამბოჯის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კარდამონის მთების გაგრძელებას დამრეის მთები წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 500-1 000 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული. უმაღლესი მწვერვალი ფჰნომ-ბოკორი ზღვის დონიდნა 1081 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[29][30][31][32]
სამხრეთ მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით ვიწრო სანაპირო ვაკეა გადაჭიმული, რომელიც კამპონ-საომის ყურის ტერიტორიასა და სიჰანუკვილის ნახევარკუნძულს მოიცავს.
1993 წელს ბუნებრივი ტეირტორიების დაცვის შესახებ მიღებული სამეფო ბრძანების შესაბამისად, ქვეყანაში 23 დაცული ტერიტორიაა შექმნილი, რომელთაც ქვეყნის საერთო ფართობის 18% უკავიათ.[33] 2008 წლის კამბოჯის დაცული ტერიტორიების კანონის თანახმად, ქვეყანაში 8 ტიპის დაცული ტერიტორიაა შექმნი: ეროვნული პარკები, ველური ბუნების თავშესაფრები, დაცული ლანდშაფტები, მრავალჯერადი გამოყენების ტერიტორიები, რამსარის ძეგლები, ბიოსფერული ნაკრძალები, ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები და საზღვაო პარკები.[34]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.