![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4d/%25EC%2598%25A4%25EC%25A7%2595%25EC%2596%25B4_%25EA%25B2%258C%25EC%259E%2584_logo.svg/langka-640px-%25EC%2598%25A4%25EC%25A7%2595%25EC%2596%25B4_%25EA%25B2%258C%25EC%259E%2584_logo.svg.png&w=640&q=50)
კალმარის თამაში
სამხრეთ კორეული ტელესერიალი / From Wikipedia, the free encyclopedia
კალმარის თამაში (კორ. 오징어게임) — სამხრეთკორეული ვებ-სერიალი, სათავგადასავლო ბოევიკის, გადარჩენის სიმულაციის, თრილერისა და დრამის ჟანრში. ცხრავე ეპიზოდის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჰვან დონ ჰიოკი. მთავარ როლებში თამაშობენ: ლი ჯონ ჯე, პაკ ჰე სუ, ო იონ სუ, ვი ჰა ჯუნი, ჩონ ჰო იონი, ჰო სონ ტჰე, ანუპამ ტრიმატი და კიმ ჯუ რიონი. სერიალი არის ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც ფულის საჭიროების გამო მონაწილეობას იღებენ ფარულ ტურნირში გადარჩენაზე, რომელშიც ფინალური საპრიიზო ფონდი 45,6 მილიარდ ვონს (38,5 მილიონ აშშ დოლარი) შეადგენს.
კალმარის თამაში | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | სათავგადასავლო, ბოევიკი, გადარჩენის სიმულაცია, თრილერი, დრამა |
მონაწილეობენ |
ლი ჯონ ჯე პაკ ჰე სუ ო იონ სუ ვი ჰა ჯუნი ჩონ ჰო იონი ჰო სონ ტჰე ანუპამ ტრიმატი კიმ ჯუ რიონი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | კორეული |
სეზონი | 1 |
სერია | 9 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 32-63 წუთი |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ჰვან დო ჰიოკმა სერიალის ძირითადი იდეა საკუთარი ახალგაზრდობების ფინანსური პრობლემებიდან და სამხრეთ კორეაში არსებული კლასთაშორისი განსხვავებულობის შედეგად მოიფიქრა. ჰვანს სცენარი კერ კიდე 2008 წელს ჰქონდა დაწერილი, თუმცა პროექტის განსახორციელებლად რეჟისორს ვერ პოულობდა სანამ მისით 2019 წელს კომპანია Netflix არ დაინტერესდა უცხოენოვან სერიალთა წარმოების გაზრდის სტრატეგიის ფარგლებში. სერიალმა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსები აქებდნენ სამსახიობო ოსტატობას, იდეის ორიგინალურობას, ვიზუალურ სტილს, მუსიკასა და თემატიკას. კალმარის თამაში მსფოლიოს ოთხმოცდაათ ქვეყანაში ყველაზე ყურებად სერიალად იქცა, მათ შორის ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.[1] პრემიერიდან ოთხი კვირის განმავლობაში სერიალს 142 მილიონი მაყურებელი ჰყავდა და ის ოფიციალურად იქცა Netflix -ის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ სერიალად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/40/Squid_Game_logo.png/220px-Squid_Game_logo.png)