კალინგა — ძველი სახელმწიფო ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე ორისის შტატის ტერიტორიაზე. ცნობილია ძვ. წ. VII საუკუნიდან დაახლოებით ძვ. წ. 260 წლამდე. კალინგა სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაიპყრო აშოკამ და შეუერთა მაურიების იმპერიას. დაახლოებით ძვ. წ. 220 წლისათვის კალინგამ აღადგინა დამოუკიდებლობა. უმაღლეს განვითარებას მიაღწია კარაველას მმართველობისას (ძვ. წ. II ან I საუკუნე), რომელმაც განახორციელა რიგი წარმატებული ლაშქრობები და დაიმორჩილა თვით მაგადჰა. კარაველას შთამომავლებმა დაკარგეს სიძლიერე. კალინგა თანდათანობით დასუსტდა.

Thumb
კალინგას სამეფო ჩვ.წ.აღ.მდე. 265 წელი

კალინგას მოსახლეობა საუბრობდა ერთ-ერთ დრავიდულ ენაზე.

VII საუკუნეში, ჩინელი მოგზაურის სიუან-ცზანის მოწმობით კალინგას ტერიტორია გაუკაცრიელდა და გაუდაბურდა. VIII საუკუნეში ტერიტორია შეუერთდა ბენგალიის სამეფოს, რომელსაც პალას დინასტია მართავდა. დაახლოებით, იმავე პერიოდში ამ ტერიტორიის მოსახელობის სალაპარაკო ენა გახდა ბენგალის მონათესავე, ინდოევროპული ჯგუფის ენა — ორია. ამ ენაზე დღეს ორისის შტატის 35 მილიონამდე ადამიანი საუბრობს.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.