კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარი — კოპტური ეკლესია. მდებარეობს აბასიაში, კაიროს ერთ-ერთ რაიონში. წარმოადგენს კოპტური ეკლესიის პაპის რეზიდენციას. აშენდა პაპ კირილე VI-ის დროს და მანვე გახსნა 1969 წელს.
საკათედრო ტაძარი მარკოზ მახარებლის სახელობისაა, რომელიც ერთ-ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანია და კოპტური ეკლესიის დამაარსებლად ითვლება. მისი რელიკვიები ტაძარში ინახება. ეკლესია აფრიკასა[1] და ახლო აღმოსავლეთში უდიდესი საკათედრო ტაძარია.
აგებულია კოპტურ არქიტექტურულ სტილში.[2][3] იტევს 5000 მომლოცველს.[4] აქაა დაკრძალული ათანასე I.