From Wikipedia, the free encyclopedia
კაილი ენ მინოუგი (ინგლ. Kylie Ann Minogue; /mᵻˈnoʊɡ/; დ. 28 მაისი, 1968. მელბურნი, ავსტრალია) — გრემის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელ-ბრიტანელი პოპ მომღერალი, სიმღერების ტექსტების ავტორი და მსახიობი. წარმატებას გვიან 1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, მონოუგი ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიელი შემსრულებელია.[2]
კაილი მინოუგი | ||||
---|---|---|---|---|
მინოუგი 2018 წელს, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ალბერტ-ჰოლში | ||||
დაბადების სახელი | კაილი ენ მინოუგი | |||
დაბადების თარიღი |
28 მაისი, 1968 მელბურნი, ავსტრალია | |||
რეზიდენცია | ჩელსი, ლონდონი, ინგლისი | |||
მოქალაქეობა |
ავსტრალია გაერთიანებული სამეფო[1] | |||
საქმიანობა |
| |||
აქტიური | 1979–დღემდე | |||
პარტნიორ(ებ)ი | ჯოშუა სასი (2016–2017) | |||
ჯილდოები |
| |||
ჟანრ(ებ)ი | ||||
ლეიბლ(ებ)ი |
| |||
ასოციაციები | Kylie and Garibay | |||
ინსტრუმენტები | ვოკალი | |||
საიტი | ||||
ხელმოწერა |
დაიბადა და გაიზარდა მელბურნში. 1990-იანი წლებიდან მინოუგი მოუშაობდა და ცხოვრობდა გაერთიანებულ სამეფოში.[3] 1987 წელს კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ ლეიბლთან PWL, ერთი წლის შემდეგ კი გამოსცა პირველი სტუდიური ალბომი Kylie. 1992 წელს დატოვა PWL და ხელი მოაწერა კონტრაქტს Deconstruction Records-სთან, სადაც გამოსცა ორი ალბომი — Kylie Minogue და Impossible Princess, რომელთაც წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მოგვიანებით შეურთდა ლეიბლს Parlophone და გამოუშვა ალბომი Light Years.[4] მისმა მომდევნო ალბომმა Fever, (2001) დიდ წარმატებას მიაღწია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. მასში შემავალი სინგლი „Can't Get You Out of My Head“ 2000-იანი წლების ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, რომლის გაყიდვებმა 5 მილიონი ასლი შეადგინა. მინოგის სხვა წარმატებული სინგლებია: „"I Should Be So Lucky“, „The Loco-Motion“, „Especially for You“, „Hand on Your Heart“, „Better the Devil You Know“, „Confide in Me“, „Spinning Around“, „Love at First Sight“, „Slow“, „2 Hearts“ და „All the Lovers“.
2005 წელს, ერთ-ერთი ტურნეს დროს, მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა განიკურნა და ტურნეს გააგრძელებაც შეძლო სახელწოდებით „Showgirl: The Homecoming Tour“. მისი დებიუტი კინოში შედგა 1989 წელს ტელესერიალით „დამნაშავეები“. 1994 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმ „ქუჩის მებრძოლში“. იგი აგრეთვე მონაწილეობს ფილმებში: „მულენ რუჟი!„ (2001), „ჯეკი და დიანა“ და „წმინდა ძრავები“ (2012). 2014 წელს იყო ავსტრალიისა და ბრიტანეთის სატელევიზიო გადაცემის „The Voice“-ის ჟიური.[5][6][7]
მსოფლიოს მასშტაბით, კაილი მინოუგს გაყიდული აქვს 80 მილიონ ასლზე მეტი ჩანაწერი.[8][9] ასევე გამართული აქვს რამდენიმე წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტურნეები მსოფლიოს გარშემო, რისთვისაც გადაეცა ავსტრალიური ჯილდო Mo Awards. 2008 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენით,[10] იმავე წელს მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერის წოდება მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის,[11] 2019 წელს კი ავსტრალიის ორდენის ოფიცერი გახდა.[12][13] 2011 წლის ნოემბერში, ARIA Music Awards-ის 25 წლის წლისთავის აღსანიშნავად, კაილი მინოუგი, ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ შეყვანილი იქნა ARIA-ს დიდების დარბაზში.[14]
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1986–1988 | ს | მეზობლები | Neighbours | შარლინ მიტჩელი |
1989 | ფ | დამნაშავეები | The Delinquents | ლოლა ლაუელი |
1994 | ს | — | The Vicar of Dibley | თვითონ |
1994 | ფ | ქუჩის მებრძოლი | Street Fighter | კემი |
2001 | ფ | მულენ რუჟი! | Moulin Rouge! | მწვანე ფერია |
2007 | ს | დოქტორ ვინ | Doctor Who | ასტრიდ პეთი |
2012 | ფ | ჯეკი და დიანა | Jack & Diane | ტარა |
2012 | ფ | წმინდა ძრავები | Holy Motors | ევა გრეისი (ჯინი) |
2015 | ს | ახალგაზრდა და მშიერი | Young & Hungry | შონა |
2015 | ფ | სან-ანდრეასი | San Andreas | სიუზენ რიდიკი |
2016 | ს | გალავანტი | Galavant | ტყის დედოფალი |
2018 | ფ | სვინგ საფარი | Swinging Safari | კეი ჰოლი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.