![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Volga-Don_Canal_-a.jpg/640px-Volga-Don_Canal_-a.jpg&w=640&q=50)
კაზაკები (ძეგლი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კაზაკები (რუს. Казаки) — მონუმენტალური კომპოზიცია ქალაქ ვოლგოდონსკის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. დგას ვოლგა-დონის არხის № 15 შესასვლელთან. მონუმენტი შეიქმნა 1953 წელს არქიტექტორ ლეონიდ პოლიაკოვისა და მოქანდაკე გიორგი მოტოვილოვის პროექტის მიხედვით. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 30 აგვისტოს № 1327 დადგენილების შესაბამისად ძეგლი შეიტანეს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების სიაში. სკულპტურული ქანდაკება „კაზაკები“ წარმოადგენს ვოლგოდონსკში და ვოლგოდონსკის რაიონში ერთადერთ ძეგლს, რომელსაც აქვსრუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ქანდაკება სიმბოლურად გამოხატავს ყუბანის კაზაკთა კავალერიის კორპუსის გმირობას დიდი სამამულო ომის პერიოდში და ზოგადად დონელი კაზაკების საბრძოლო დიდებას[1].
კაზაკები Казаки | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები | 47.542° ჩ. გ. 42.1652° ა. გ. / 47.542; 42.1652 |
მდებარეობა | ვოლგოდონსკი, რუსეთი |
არქიტექტორი | ლ. პოლიაკოვი |
მოქანდაკე | გიორგი მოტოვილოვი |
მასალა | სპილენძი |
სიმაღლე | 9 მ |
თარიღდება | 1953 |
![]() |