კადისის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კადისის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 45 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
კადისის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 6 კომარკაში: ბაია-დე-კადისი, კამპინია-დე-ხერესი, კოსტა-ნოროესტე-დე-კადისი, სიერა-დე-კადისი, ლა-ხანდა, კამპო-დე-გიბრალტარი.
კადისის პროვინციის ფართობია 7436 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 240 155 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია კადისი, რომელიც ფართობის მიხედვით ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია (12,3 კმ²). მოსახლეობითა და ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ქალაქი ხერეს-დე-ლა-ფრონტერა (1188,3 კმ²)[4].