კაბუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაბუკი (歌舞伎) — ტრადიციული იაპონური თეატრის ფორმა. კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკის იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას (歌), ცეკვას (舞), და ხელოვნებას (伎). შესაბამისად კაბუკი ხშირად ითარგმნება, როგორც "სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება". თუმცა ეს იეროგლიფები ატეჯის მიეკუთვნება, რაც არ გამოხატავს ფაქტობრივ ეტიმოლოგიას, და სიტყვა კაბუკი, როგორც მიიჩნევა, წარმოებულია ზმნისგან "კაბუკუ", რაც ნიშნავს "გადახრას", ან "არა-ჩვეულებრივს", შესაბამისად კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც "ავანგარდი" ან "უჩვეულო" თეატრი.