![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/I_L_Peretz_postcard.jpg/640px-I_L_Peretz_postcard.jpg&w=640&q=50)
იცხოკ ლეიბუშ პერეცი
From Wikipedia, the free encyclopedia
იცხოკ ლეიბუშ პერეცი (ებრ. יצחק־לייבוש פרץ; დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 18 მაისი], 1851, ზამოსტიე, პოლონეთი — გ. 3 აპრილი [ ძვ. სტ. 21 მარტი], 1915, ვარშავა, პოლონეთი) — ებრაელი მწერალი, თანამედროვე ებრაული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერდა ებრაულ ენასა და იდიშზე. 1890-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პერიოდულ გამოცემებს იდიშზე („ებრაული ბიბლიოთეკა“, „ლიტერატურა და ცხოვრება“). მისი პირველი თხზულებები დაიბეჭდა 1875 წელს. ავტორია ლექსებისა, მოთხრობებისა, ფელეტონებისა, დრამატული და პუბლიცისტური თხზულებებისა. 1900-იან წლებში მის შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული საწყისები („ხასაიდური მოთხრობები“ (1900), „ხალხური თქმულებები“ (1904–1909) და სხვა).
სწრაფი ფაქტები იცხოკ ლეიბუშ პერეცი, დაბადების თარიღი ...
იცხოკ ლეიბუშ პერეცი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 18 (30) მაისი, 1852[1] |
დაბადების ადგილი | ზამოსცი, Lublin Governorate, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია[2] |
გარდაცვალების თარიღი | 3 აპრილი, 1915(1915-04-03)[3] [4] [5] [6] (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვარშავა |
დასაფლავებულია | ვარშავის ებრაული სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი ადვოკატი[1] , არამხატვრული მწერალი[1] , დრამატურგი[1] და ადვოკატი[1] |
ენა | იდიში |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია პოლონეთი[7] |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი |
ჟანრი | მოთხრობა, პოეზია[1] , ესე[1] და პიესა[1] |
დახურვა