From Wikipedia, the free encyclopedia
იურუბი (ესპ. Parque Nacional Yurubí) — ეროვნული პარკი დასავლეთ ვენესუელაში, იარაკუის შტატში. შეიქმნა 1960 წლის 18 მარტს, მდინარე იურუბის აუზის დაცვის მიზნით, რომელიც ქალაქ სან-ფელიპესთვის მტკნარი წყლის ძირითადი წყაროა. პარკი მდებარეობს სიერა-დე-აროის მთებში. იგი მოიცავს უღრან ტყეებსა და დაბალ მთებს, შემოსაზღვრულია კულტივირებული არეალებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული პარკი საუკეთესოდ დაცულ მთის ტყეებს მოიცავს, ის პრაქტიკულად უცნობია ვენესუელელებისთვის. პარკს გადაკვეთს რამდენიმე ვიწრო ბილიკი, რომელთაც ძირითადად ბრაკონიერები, მცირე რაოდენობის ვიზიტორები და მკვლევრები იყენებენ. ტერიტორია დასახლებულია, თუმცა მისი უძველესი მაცხოვრებლები აქედან წლების წინ გადაადგილდნენ.
იურუბის ეროვნული პარკი
Parque Nacional Yurubí | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | სან-ფელიპე |
კოორდინატები | 10°20′25″ ს. გ. 68°44′09″ დ. გ. |
ფართობი | 236,70 კმ² |
დაარსდა | 1960 |
გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ეროვნული პარკი დიდი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმით გამოირჩევა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ მცირე კვლევები და მოხსენებები არსებობს. აღწერილია ფრინველთა 68 სახეობა.
იურუბი ვენესუელის ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული პარკია. მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ მოწყვლადია ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიცაა ხანძარი, არაკანონიერი ნადირობა და ადამიანთა დასახლებები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.