![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d0/Yuri_Borisovich_Levitan.jpg/640px-Yuri_Borisovich_Levitan.jpg&w=640&q=50)
იური ლევიტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
იური ბორისის ძე ლევიტანი (დ. 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი), 1914, ვლადიმირი — გ. 4 აგვისტო, 1983, სოფ. ბესონოვკა, ბელგოროდის ოლქი) — სრულიად საკავშირო რადიოს დიქტორი (1931 წლიდან), სსრკ სახალხო არტისტი (1980). 17 წლიდან მუშაობდა რადიოში. ფლობდა იშვიათი ტემბრის ხმასა და დრამატული მეტყველების უნარს, ერთმანეთს ორგანულად უხამებდა დეკლამაციურ ოსტატობასა და სამსახიობო გამომხატველობას, რითაც იწვევდა ძლიერ ემოციურ ზემოქმედებას. 50 წლის განმავლობაში კითხულობდა უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ შეტყობინებებს, მ.შ. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს კრებსებს დიდი სამამულო ომის დროს. იური ლევიტანის ხმა ომის წლების ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილი და რამდენიმე თაობისათვის ეპოქის სიმბოლო გახდა. მონაწილეობდა ფილმების, ტელეგადაცემებისა და სხვათა გახმოვანებაში.[1]
სწრაფი ფაქტები იური ლევიტანი, მშობლიური სახელი ...
იური ლევიტანი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მშობლიური სახელი | Юрий Борисович Левитан | |||||||||||||
დაბადების თარიღი |
19 სექტემბერი (2 ოქტომბერი), 1914 ვლადიმირი, რუსეთის იმპერია | |||||||||||||
გარდაცვალების თარიღი |
4 აგვისტო, 1983 (68 წლის) ბესონოვკა, ბელგოროდის ოლქი, რსფსრ, სსრკ | |||||||||||||
დაკრძალულია | მოსკოვი | |||||||||||||
მოქალაქეობა |
![]() ![]() | |||||||||||||
საქმიანობა | რადიოს დიქტორი | |||||||||||||
დამსაქმებელი | სრულიად საკავშირო რადიო | |||||||||||||
პარტია | სკკპ | |||||||||||||
ჯილდოები |
|
დახურვა