იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში — უზბეკეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში.
2016 წლის მონაცემებით უზბეკეთში მსოფლიო მემკვიდრეობის 5 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია . ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,5 %. 5 ძეგლიდან მხოლოდ ერთია (დასავლეთი ტიან-შანი) ბუნების ძეგლი, ხოლო დანარჩენი ოთხი კი კულტურული კრიტერიუმებით მოხვდა იუნესკოს სიაში.
უზბეკეთმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1993 წლის 13 იანვარს[1]. უზბეკეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი (იჩან-ყალა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1990 წელს.