იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები რუმინეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
2014 წლის მონაცემებით რუმინეთში 7 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (981) 0,7 %. 6 ძეგლი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო ერთი ბუნებრივი კრიტერიუმების მიხედვით, ამასთანავე ეს ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა (კრიტერიუმი vii).
გარდა ამისა, 2014 წლის მონაცემებით 14 ობიექტი შეტანილია იუნესკოს კანდიდატების საცდელ სიაში.[1]. რუმინეთმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1990 წლის 16 მაისს[2]. რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1991 წელს.