იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პაკისტანში
From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით პაკისტანში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 6 ძეგლია. ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,6 %. გარდა ამისა, 2013 წელს, პაკისტანში მდებარე 18 ძეგლი შეიტანეს იუნესკოს საცდელ სიაში.[1]. პაკისტანმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1976 წლის 23 ივლისს.