იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მალაიზიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2015 წლის მონაცემებით მალაიზიაში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლია.[1] ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,4 %. 4 ძეგლიდან 2 კულტურულ, ხოლო ორიც ბუნებრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
გარდა ამისა, 2012 წელს მალაიზიაში მდებარე 2 ობიექტი შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კანდიდატების საცდელ სიაში.[2]
მალაიზიამ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 7 დეკემბერს.[2]. მალაიზიის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 2000 წელს.