იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები განაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2016 წლის მონაცემებით განაში მსოფლიო მემკვიდრეობის 2 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,2 %. ორივე ძეგლი შეტანილია კულტურული კრიტერიუმებით.
გარდა ამისა, 2016 წლის მონაცემებით 6 ობიექტი შეტანილია იუნესკოს კანდიდატების საცდელ სიაში[1]. განამ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1975 წლის 4 ივლისს[2]. განის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1979 წელს.